ჩვენ შესახებ
ჩვენი მისია - ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მაღალვიბრაციული საზოგადოების შექმნაა

კომპანიის შესახებ


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება SHAMANI-ში - თქვენი საიმედო მოკავშირე ნატურალური ფუნგოთერაპიისა და მიკროდოზინგის სამყაროში.

ჩვენი მისიაა გავაუმჯობესოთ ჩვენი მომხმარებლების ცხოვრების ხარისხი უნიკალური ბუნებრივი პროდუქტების საშუალებით.
ჩვენი საიდუმლო - უძველესი ცოდნისა და თანამედროვე სამეცნიერო კვლევების შერწყმაა. ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ ხარიახიან პროდუქციას, არამედ ასევე გაწვდით ინფორმაციას და რჩევებს ცხოვრების ხარისხისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

ჩვენი ფასეულობები


1. ბუნებრიობა - ვიყენებთ მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს. ჩვენი პროდუქცია არ შეიცავს სინთეტიკურ დანამატებს და კონსერვანტებს.
2. ინოვაციები - მუდმივი კვლევები და ექსპერიმენტები საშუალებას გვაძლევენ გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტები და შევქმნათ ახალი ფორმულები.
3..გამოცდილება - ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან.
4. უსაფრთხოება - თითოეული პროდუქტი გადის უსაფრთხოების ლაბორატორიულ შემოწმებას.
5. პასუხისმგებლობა - ჩვენ ვემხრობით მდგრადი განვითარების პრინციპებს და წარმოების ყველა ეტაპზე ვზრუნავთ ეკოლოგიაზე.

ჩვენი ისტორია


SHAMANI დაარსდა ფუნგოთერაპიის სფეროში ენთუზიასტებისა და ექსპერტების მიერ. მიზანი - ისეთი პროდუქტების შექმნა იყო, რომელთაც შეეძლებოდათ ჯანმრთელობის და კეთილდღეობის გაუმჯობესება. დავიწყეთ რამდენიმე ძირითადი პროდუქტით, შემდეგ კი გავაფართოვეთ ასორტიმენტი ელექსირების სრულყოფილ ხაზამდე, სადაც თითოეულ პროდუქტს გააჩნია უნიკალური მოქმედების სპექტრი.

ჩვენი მიდგომა ინოვაციებისადმი


ჩვენ გვწამს, რომ ჭეშმარიტი ინოვაციური განვითარება შესაძლებელია მხოლოდ მეცნიერებისა და ბუნების მჭიდრო კავშირის დროს. ჩვენი გუნდი მუდმივად იკვლევს და ცდის ინგრედიენტების კომბინაციებს, რომ საზოგადოებას უფრო ეფექტური და უსაფრთხო პროდუქტები შევთავაზოთ.

შემოგვიერთდით!

ჩვენ გიწვევთ აღმოაჩინოთ SHAMANI-ს სამყარო და შეიგრძნოთ ის განსხვავება, რაც ჩვენმა პროდუქტებმა შეიძლება მოგიტანოთ.

SHAMANI - თქვენი შინაგანი მკურნალი და ხმა…

მიჰყევი შინაგან ხმას…

გაიღვიძე…

SHAMANI-ის გზა
SHAMANI | მაისი 2023
SHAMANI-ის გამოჩენა. ჩვენ დავიწყეთ კაფსულირებული სოკოების რეალიზაცია.
SAMANI LAB | ივლისი 2023
შევქმენით ლაბორატორია, დავიწყეთ ექსპერიმენტების და გამოცდილების მატერიალიზება.
INFINITI EDITION | აგვისტო 2023
ლაბორატორიის პირველი ნაყოფი — სოკოების პრემიუმ ექსტრაქტების ელექსირები.
SHAMANI STUDIO | სექტემბერი 2023
თავი მოვუყარეთ მაღალვიბრაციულ ჯგუფს და დავიწყეთ დოკუმენტური ფილმების გადაღება, სიმღერის ჩაწერა და სხვა შემოქმედებითი აქტივობები.
SHAMANI EDU | ოქტომბერი 2023
საგანმანათლებლო საქმიანობის დაწყება ბიოჰაკინგის სფეროში - სტატიები და ვიდეოები
SYNERGY EDITION | დეკემბერი 2023
ახალი პროდუქციის ხაზის SYNERGY ჩაშვება — სოკოებისა და მცენარეების სინერგია
SIMPLY EDITION | მაისი 2024
ახალი პროდუქციის ხაზის SIMPLY ჩაშვება — სოკოები მარტივ ფორმაში - ფხვნილის სახით
MYCELIUM BOOSTER | ივნისი 2024
მიცელიუმის ბუსტი
იცხოვრე შენი ცხოვრებით, ნუ მოუსმენ სხვას,

ჩაიხედე შინაგან სამყაროში...

მიჰყევი შინაგან ხმას...

გაიღვიძე...
Made on
Tilda