MENU
88 GEL
ნათელი პარასკევი
25.11 – 01.12
დიდი ფასდაკლება
შამანის
რეკომენდაციები


შამანის პროდუქტები მართლაც ძალიან ეფექტურია, მათ არაერთხელ დაამტკიცეს თავიანთი ჯადოსნურობა, მაგრამ არ უნდა დააკისროთ მათ სრული პასუხისმგებლობა და არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ ეს "ჯადოსნური ჯოხი" ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს თქვენი გულწრფელი სურვილი, ჩართულობა, მიზნების დასახვა და სწრაფვა ცვლილებებისკენ, რომელთან ადაპტაციაშიც ჩვენი ბიოჰაკინგ ინსტრუმენტები დაგეხმარებათ.

გთავაზობთ შამანის რეკომენდაციებს, რომელთაც შეუძლიათ მაქსიმალურად გაზარდონ კურსის ეფექტურობა, გახადონ თვითშემეცნების პროცესი მეტად საინტერესო და ხელი შეუწყონ ჰარმონიისა და ბალანსის შენარჩუნებას.

ბიოჰაკინგი არის ადაპტაციის დინამიური პროცესი, რომელიც გულისხმობს ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ ფსიქიკასთან და ორგანიზმთან. გამოიყენეთ ბიოჰაკინგ ინსტრუმენტები და მიმართეთ მთელი რესურსი ფსიქიკის "გადასაპროგრამებლად" და ახალი, ჯანსაღი პროგრამების "ჩასაწერად". მიჰყევით შამანის რეკომენდირებულ დოზირებებს და თქვენს შინაგან ხმას...
ბიოჰაკინგი
ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული, რაც გვაქვს, ეს არის ჩვენი შინაგანი სამყარო. ბიოჰაკინგის კურსის მიზანია აღვადგინოთ ჩვენსა და შინაგან სამყაროს შორის დახშული კომუნიკაცია, ყურადღება მივაქციოთ ქვეცნობიერის მინიშნებებს (მათ შორის სიზმრებს), რომ გავერკვეთ ჩვენს რეალურ საზრუნავში.

შინაგანი სამყარო
დაუთმეთ დრო საკუთარ შინაგან იმპულსებზე, ემოციებზე, ფიქრებზე და აზრებზე დაკვირვებას, შეისწავლეთ და მიიღეთ ისინი განსჯის გარეშე, გაერკვიეთ, თუ საიდან იძენს ფიქრი ფორმას და რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი ფაქტორი, რათა გაიგოთ თუ როგორ ჩნდებიან და აშენებენ ფიქრები თქვენს რეალობას.
ფიქრი > მოქმედება > ჩვევა > კარმა
თვითდაკვირვება
არ მისცე ყველას და ყველაფერს უფლება შემოაღწიოს თქვენს გონებაში, დაეუფლოს თქვენს ყურადღებას. კრიტიკულად შეხედეთ ყველაფერს, ეჭვქვეშ დააყენეთ ნებისმიერი შეხედულება და აზრი (ამ რეკომენდაციების ჩათვლით).
ინფორმაციული ჰიგიენა
ყურადღებით იყავით ნებისმიერი ფიზიკური ცვლილების მიმართ. შინაგანი «კომუნიკაციების» აღდგენის გამო, შეიძლება დავინახოთ აქამდე შეუმჩნეველი "პრობლემები", რომლის გამოკვლევას და აღმოფხვრას შეუძლია ბევრი ურთიერთდაკავშირებული სიკეთის მოტანა.
ცვლილებების მონიტორინგი
ნუ მოუსმენთ სხვას – ტრენდებს, გურუებს, უბრალოდ მოუსმინეთ თქვენს სხეულს, თუ როგორ რეაგირებს ის განსხვავებული საკვების მიღებაზე, რომელი საკვები გამძიმებთ და განიჭებთ დროებით სიამოვნებას, რომელი საკვები გავსებთ ენერგითა და სიმსუბუქით.
ჯანსაღი კვება
ჩამოწერეთ და გადააფასეთ მოქმედებები, ჩვევები, რომელსაც ხშირად იმეორებთ, მიმართეთ ენერგია მხოლოდ იქითკენ, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, მოიშორეთ ჩვევები, რომლებიც გაცლით ენერგიას. ეს გაზრდის თქვენს ეფექტურობას.
შეამცირეთ ზედმეტი აქტივობები
გააცნობიერეთ, რომ გარე ფაქტორები არ ექვემდებარება კონტროლს, ეს მხოლოდ გონების ილუზიაა. ერთადერთი, რაც ექვემდებარება ჩვენს კონტროლს, ეს ჩვენი გონებაა. იმუშავეთ სიტუაციების აღქმაზე და მიღებაზე.
მიმღებლობა
ყოველდღე გაიხსენეთ რამოდენიმე ფაქტი, რის გამოც მადლიერებას გრძნობთ. შეიგრძენით ის მთელი არსით და განავითარეთ, ეს დაგეხმარებათ მაღალი ვიბრაციების შენარჩუნებაში.
მადლიერების პრაქტიკა
გააცნობიერეთ ცხოვრების ხანმოკლეობა, გამოიყენეთ ეს შეგნება ყოველი მომენტის დასაფასებლად და გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მისაღებად. აქციეთ სიკვდილი ჭეშმარიტ ბრძენ მრჩევლად.
მეომრის გზა
ჩართეთ სუნთქვის პრაქტიკები თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, დილით პროდუქტიული დღის დასაწყებად ან/და საღამოს დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ რელაქსაციისთვის. გთავაზობთ შამანის 10 წუთიან სუნთქვის მართვის სეანსს, თუ გსურთ შეიგრძნოთ ენერგეტიკული ნაკადი თქვენს სხეულში.
სუნთქვის ვარჯიშები
SHAMANI-მა თქვენთვის მოამზადა 10 წუთიანი ყოველდღიური სუნთქვის მართვის სეანსი.
იცხოვრე შენი ცხოვრებით, ნუ მოუსმენ სხვას,

ჩაიხედე შინაგან სამყაროში...

მიჰყევი შინაგან ხმას...

გაიღვიძე...
Made on
Tilda