MENU
88 GEL
ნათელი პარასკევი
25.11 – 01.12
დიდი ფასდაკლება
კორდიცეფსი
Cordiceps
ენერგიის მიღების ჯანსაღი ალტერნატივა ?!

დღეს ნორმად იქცა, რომ ყავა ენერგიის მთავარ წყაროდ მიიჩნევა და თუ მას ტკბილეულს დავუმატებთ, მაშინ გლუკოზა ტვინს გამოკვებავს და მცირედით იმოქმედებს ინსულინის მგრძნობელობაზე. აქვს თუ არა "მაფხიზლებელ" საშუალებებს ალტერნატივა და შესაძლებელია თუ არა ორგანიზმის უსაფრთხოდ კვება, ენერგიისა და გამძლეობისთვის?
კორდიცეფსი არის უნიკალური სოკო, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში უჭირავს ღირსეული ადგილი ტრადიციულ აღმოსავლურ მედიცინაში. ახლა ის სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს მთელ მსოფლიოში, მისი საოცარი მახასიათებლებისა და
ორგანიზმზე დადებითი ზემოქმედების გამო. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ამ იდუმალ სოკოს, თვისებებსა და ეფექტებს სხეულზე, ასევე განვიხილავთ განსხვავებებს კორდიცეფსის სახეობებს შორის.
1
რატომ გახდა კორდიცეფსი პოპულარული?
საზოგადოება მათ უკეთ იცნობს სერიალის "Last of us" მეშვეობით. მართლაც, ეს სოკო ფაქტიურად სასიკვდილო რისკების მატარებელია მწერებისთვის. ისევე, როგორც წითელი ცხარე წიწაკა, პიტნა, ცადამყვანა, ჯანჯაფილი... Cordyceps Sinensis უნიკალურია იმით, რომ ის იზრდება და ვითარდება მწერებზე. ის აღწევს ცოცხალი მწერის სხეულში და იწყებს მისი ქცევის მართვას, აიძულებს მას არაბუნებრივად მოიქცეს, ღია ადგილებში ან ხეებზე ავიდეს. მწერის სიკვდილის შემდეგ სოკო აღმოცენდება, რომელიც ავრცელებს სპორებს.
დიახ, მართლაც უცნაურად და სახიფატო ჟღერს, თუმცა კორდიცეფსს ადამიანები დღიური რაციონის გასამდიდრებლად და ჯანმრთელობისთვის იყენებენ. ასე რომ, სანამ შეგაშინებთ ფაქტი, რომ შეიძლება პოტენციურად ზომბი გახდეთ, მნიშვნელოვანია გესმოდეთ როგორ მუშაობს კორდიცეფსი.
თუ თამაშებისა და სერიალების ინდუსტრიას ("Last of us") გვერდით გადავდებთ, კორდიცეპსის პოპულარობა მსოფლიოში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩინელმა სპორტსმენებმა დამაჯერებლად დაიწყეს ოქროს მედლების მოპოვება ოლიმპიურ თამაშებზე. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ კორდიცეფსი იყო მათი რაციონის უცვლელი ელემენტი, როგორც სიძლიერის და გამძლეობის წყარო. თანაც, ისინი აჩვენებენ სისუფთავეს დოპინგ ტესტებში, რაც სპორცმენისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
რა თქმა უნდა, ველურად გაზრდილ ჩინურ კორდიცეფსს (Sinensis) აქვს ყველაზე მკაფიოდ გამოხატული ეფექტი, თუმცა მოყვანილ Cordyceps Militaris-ისაც მსგავსი ეფექტი აქვს.
კორდიცეფსის ზეგავლენა უჯრედების მეტაბოლიზმზე. წყარო
2
ღირებული ელემენტები
Cordyceps სამხედრო არის განსაკუთრებული იმით, რომ ის მოქმედებს არა უბრალოდ კონკრეტულ რეცეპტორებზე, არამედ იმით, რომ ფაქტიურად ის არის საწვავი ორგანიზმისთვის. ანუ ის არ ასტიმულირებს ორგანიზმს, ქსოვილებს, ორგანოებს, რეცეპტორებს. ამის ნაცვლად, კორდიცეპსი უზრუნველყოფს რესურსის მოწოდებას, სხეული კი წყვეტს როგორ გამოიყენოს იგი.
ცილები, ადენინი, ადენოზინი, D-მანიტოლი (კორდიცეპსის მჟავა), სტერიდები, ერგოსტეროლის პეროქსიდი, გუანიდინი, ნუკლეოზიდი ჰიპოქსანტინი, თიმინი, თიმიდინი, ურაცილი, ურიდინი, 3'-დეოქსიადენოზინი და სხვა.
კორდიცეფსი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სოკო, ღირებულია პოლისაქარიდების გამო. უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის ძირითადი საკვები ნივთიერებები, რომლებსაც უჯრედები იყენებენ თავიანთი ფუნქციონირების შესანარჩუნებლად. კორდიცეპსის შემთხვევაში, პოლისაქარიდები ეხმარებიან ორგანიზმს მუშაობის საბაზისო დონეზე ამაღლებაში.

შედეგად კორდიცეფსი ზრდის ადამიანის ფიზიკურ გამძლეობას. თუმცა, ეს თვისება დაკავშირებულია არა მხოლოდ პოლისაქარიდებთან, არამედ სხვა ელემენტებთანაც, როგორიცაა კორდიცეპინი და ადენოზინი.
  • პოლისაქარიდები - უჯრედებისთვის უზრუნველყოფენ საწვავს. სასარგებლოა ტვინის უჯრედებისთვის, როდესაც ადამიანი ითვისებს რაიმე ახალს. კუნთოვანი ქსოვილის უჯრედებისთვის. მაგრამ თქვენ ვერ იგრძნობთ პოლისაქარიდების ზეგავლენას, თუ იქნებით უმოქმედოდ.
  • ადენოზინი - თავად ადენოზინი, როდესაც ის გამოიყოფა ადამიანის ტვინში, არის დაღლის ჰორმონი. მაგრამ რაც შეეხება სხეულის ფუნქციონირებას, ის ხელს უწყობს გულის რითმის დარეგულირებას და ქსოვილების სისხლით თანაბრად მომარაგებას და მასთან ერთად საკვები ნივთიერებებით. ის არის ასევე ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. ეს ხელს უწყობს მოზღვავებული ანთების ჩახშობას და სიმპტომების შემსუბუქებას, რაც ძალზე სასარგებლოა ვარჯიშის, ფიზიკური დატვრითვის შემდეგ. კუნთების ნაკლებ ტკივილს გრძნობთ - შეძლებთ უფრო დიდხანს და ეფექტურად იმოძრაოთ.
  • კორდიცეპინი - არის ანტიოქსიდანტი და ანტიჰიპოქსანტი. ღირებულია, როდესაც საქმე ეხება ჟანგბადის უკმარისობას. დიდხნიანი ანაერობული ვარჯიშები, მთებზე ასვლა, სიმაღლეზე ვარჯიში – ამ ყველაფერს კორდიცეპინი ხელს უწყობს.
3
Cordyceps Militaris VS Cordyceps Sinensis
სამხედრო კორდიცეფსი (militaris) ველურის (sinensis) კარგი ალტერნატივაა. გაზრდის თანამედროვე მეთოდების წყალობით, ამ ტიპის სოკოს მიღება შესაძლებელია მწერების გამოყენების გარეშე, რაც მას უფრო ხელმისაწვდომს და უსაფრთხოს ხდის. მას აქვს მსგავსი სამედიცინო მახასიათებლები და შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს ხარისხიან ალტერნატივას უფრო ხელმისაწვდომ ფასად.
ველური კორდიცეფსი სინენსისი არის ძალიან რთული კულტივირებისთვის და თითქმის არ ექვემდებარება მას. თანაც ის არის ძალიან იშვიათი და ძვირფასი პროდუქტი, ხარისხიანი ველური კორდიცეფსის გრამის ფასი დაახლოებით 50$-ია და ზევით. (მისმა იშვიათობამ განაპირობა სწორედ ესეთი მაღალი ფასი).
რაც შეეხება შემადგენლობას, ყველაფერი დამოკიდებულია მის სწორ მოყვანაზე, რომ არ მივიღოთ უფუნქციო ნახშირწლები.
სამხედრო კორდიცეფსში კორდიცეპინის რაოდენობა მეტია ვიდრე ველურში, ხოლო ველურ სინენსისში ადენოზინის შემადგენლობა არის მეტი.
ეფექტურობის შედარება კორდიცეფსა და პლაცებოს შორის. წყარო
4
მთავარი უნიკაკური თვისებები
იმუნომოდულატორი
კორდიცეფსი არის ნამდვილი მებრძოლი თქვენი ჯანმრთელობისთვის. მას ბუნებრივ ანტიბიოტიკსაც უწოდებენ. ეს უნიკალური სოკო არა მხოლოდ ეხმარება ორგანიზმს ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას, რომ იყოს მდგრადი დაავადებების მიმართ. ორგანიზმის ჯანმრთელობა იწყება ძლიერი იმუნური სისტემით.

ენერგია და ტონუსი
თქვენი ენერგია და ენერგიულობა აქტიური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. კორდიცეფსი ასტიმულირებს ადენოზინტრიფოსფატის (ATP) გამომუშავებას, რომელიც წარმოადგენს ორგანიზმში ენერგეტიკული პროცესების საფუძველს. სოკო ასევე აუმჯობესებს უჯრედებში ჟანგბადის მომარაგებას, ზრდის ფიზიკურ აქტივობას.

გამძლეობისა და ლიბიდოს ზრდა
ხელს უწყობს ტესტოსტერონის დონის ამაღლებას მამაკაცებში. ტესტოსტერონი არის ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია კუნთების განვითარებაზე, ენერგიის დონესა და სექსუალურ ლტოლვაზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მამაკაცის ჯანმრთელობაში. ქალებატონებს კი სთავაზობს რამდენიმე სარგებელს, მათ შორის სქესობრივი ჰორმონების ბალანსის აღდგენას, მენოპაუზისას, PMS სიმპტომების მხარდაჭერას, ლიბიდოს გაზრდას.

სიმსივნისსაწინააღმდეგო მოქმედება
სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ ეს სოკო შეიძლება იყოს ძლიერი მოკავშირე კიბოს უჯრედებთან ბრძოლაში. ის ანელებს მათ ზრდას და თრგუნავს სიმსივნეების განვითარებას. კორდიცეფსის მიღება შეიძლება იყოს კიბოს ეფექტური პროფილაქტიკა.

ანტიბაქტერიული მოქმედება
სოკოს აქვს შთამბეჭდავი ანტიბაქტერიული თვისებები. ის აქტიურად არის ჩართული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში და ქმნის საიმედო ფარს ბაქტერიებისგან, იცავს თქვენს ორგანიზმს.
გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობა
კორდიცეფსი ხელს უწყობს თრომბოციტების აგრეგაციის შემცირებას, რაც ათხელებს თქვენს სისხლს და ამცირებს გულის და სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
5
როგორ გამოვიყენოთ კორდიცეფსი ?
კორდიცეფსი სამხედრო. (Cordyceps Militaris)
აქ ჩვენ უშუალოდ ვსაუბრობთ კვლევებით დადასტრურებულ ფაქტებზე. საინტერესოა ისიც, რომ კორდიცეფსის მიღება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა ადაპტოგენებთან ერთად, რაც ზრდის მის ეფექტურობას. აი რას ამბობს კვლევა:
  • კორდიცეფსის გამოყენება აუმჯობესებს უჯრედული იმუნიტეტის საერთო ფუნქციონირებას. კერძოდ, ექსპერიმენტულ ჯგუფში NK უჯრედების ციტოტოქსიური აქტივობა გაიზარდა 50%-ით.
  • კორდიცეფსის და რადიოლას კომბინაცია აუმჯობესებს გამძლეობას აერობული ვარჯიშის დროს. ეს არის დატვირთვა დიდ დისტანციაზე. ამ კვლევაში ტრენინგი ჩატარდა მთაში და შესწავლილი იყო ორი ჯგუფის შესრულება. ერთმა ჯგუფმა გამოიყენა დანამატები და აჩვენა უკეთესი შედეგი, მეორემ არა.
  • კორდიცეფსი შეიძლება გამოვიყენოთ დამხმარე საშუალებად ნაადრევი ეაკულაციის სამკურნალოდ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შეუძლია ხელი შეუწყოს სქესობრივი კავშირის გახანგრძლივებას.
  • დადასტურებულია, რომ ერთი გრამი კორდიცეფსი ზრდის საერთო ფიზიკურ შესაძლებლობებს მოზრდილებში.
ოპტიმალური დოზირება კორდიცეფსის ფხვნილისა არის 0.5 გრ-დან 1.5 გრ.-მდე. კორდიცეფსის ექსტრაქტის დოზირება 1-2 მლ. (INFINITY). დოზირება დამოკიდებულია პროდუქტის ხარისხზე, ფორმაზე, სახეობაზე და ინდივიდის ფიზიკურ დატვირთვაზე. ზოგიერთი კორდიცეფსს იღებს დღის პირველ ნახევარში (ძირითადად ვისაც ძილთან დაკავშირებული პრობლემები აქვს), ზოგიც კი დილით და საღამოს.
ყველა სოკოს, ადაპტოგენების, მცენარეული მიქსების და დანამატების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ბევრად უკეთ მუშაობენ ერთად სინერგიის წყალობით. ამრიგად, კორდიცეპსის გამოყენება შესაძლებელია, როგორც ცალკე, ასევე შეიძლება კომპლექსურად სხვა ელემენტებთან ერთად.
კორდიცეფსი იდეალურად თავსებადია ვიტამინებთან, მინერალებთან და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებთან.
სინერგიის ეფექტურობა აჩვენეს კვლევებმა კორდიცეფსისა და რეიშის შემთხვევაშიც.
გირჩევთ SHAMANI-ის ექსკლუზიურ ფორმულას ALPHA BLEND-ს (ექსტრაქტი INFINITY) და ALPHA COMPLEX (კაფსულები), რომელშიც იდეალური კომბინაციით წარმოდგენილია კორდიცეფსი გულა სოკოსთან და ცადამყვანასთან ერთად.

თუ ლეგენდებსა მითებს და თეორიებს: „რა მოხდებოდა, თუ...“,გვერდით გადავდებთ, მივდივართ დასკვნამდე, რომ გამომშრალი კორდიცეფსის გამოყენება ან თხევადი კორდიცეფსის ექსტრაქტი არა მხოლოდ უსაფრთხოა, არამედ ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო. ერთადერთი კითხვაა რჩება თუ სად იპოვოთ ხარისხიანი პროდუქტი?!
შამანის გთავაზობთ უსაფრთხო, ჯანსაღ და ხარისხიან პროდუქციას. კორდიცეფსი შამანის პარტნიორებს მოჰყავთ 15 წლიანი გამოცდილებით და სიყვარულით ბელორუსიაში.
წყაროები
კორდიცეფსის შემცველი პროდუქცია
სტატიები
    Made on
    Tilda