MENU
88 GEL
ნათელი პარასკევი
25.11 – 01.12
დიდი ფასდაკლება
ბიოჰაკინგი
ბიოჰაკინგის საფუძვლები
დღეს მზარდ ინფორმაციულ ეპოქაში მატულობს სტრესის დონე, რადგან ორგანიზმს ხშირად უწევს ახალ გარემოსთან და ინფორმაციასთან ადაპტაცია. ბიოჰაკინგი არის დარგი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენებით, ორგანიზმის თანაბრად, სტრესის გარეშე გაძლიერებას, სტრესთან გამკლავებას და მომზადებას მომავალ ცვლილებებთან ადაპტაციისთვის. ბიოჰაკინგი აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიას და ბუნებრივ მეთოდებს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ოპტიმიზაციისთვის.
ეს პრაქტიკა სულ უფრო პოპულარული ხდება თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც ადამიანები ისწრაფვიან საერთო კეთილდღეობისა და თვითგანვითარებისთვის.

1
ვინ არის ბიოჰაკერი?
"თუ არ მოგწონს რასაც იღებ შეცვალე რასაც გასცემ".
ბიოჰაკერი არის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა პრაქტიკებით ისწრაფვის საკუთარი სხეულისა და გონების ჰარმონიზაციისაკენ. ბიოჰაკერები ატარებენ ექსპერიმენტებს სხვადასხვა მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე, სწავლობენ მეცნიერულ კვლევებს ჯანმრთელობის სფეროში და ამ ცოდნის საფუძველზე ახორციელებენნ ღირებულ გარდაქმნებს ცხოვრებაში.
ბიოჰაკერს ღრმად უნდა ესმოდეს ფსიქიკური ფუნქციონირების ძირითადი მექანიზმები, მათ შორის: პროგრამებისა და შაბლონების ამოცნობის უნარი, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის აზროვნებასა და ქცევას. ეს გულისხმობს გრძნობებისა და ინტუიციის აღმოჩენას, გულიდან და გონებიდან მიღებული სიგნალების ამოცნობას/გარჩევას, შინაგან სამყაროში ჩახედვას.

მნიშვნელოვანია ესმოდეს მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის დანახვა და მისი ანალიზის უნარი, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის ოპტიმიზაციისთვის. ბიოჰაკერს ასევე უნდა ჰქონდეს ღრმა ცოდნა ბიოჰაკინგის სხვადასხვა ინსტრუმენტების შესახებ და შეძლოს მათი სწორად გამოყენება სასურველი შედეგის მისაღწევად.
ჯანმრთელობა = ადაპტაცია
ჯანმრთელობა არ არის სტატიკური მდგომარეობა, არამედ ცხოვრების ცვალებად პირობებთან ადაპტაციის დინამიკური პროცესია. დაავადებების მკურნალობასთან ერთად, მნიშვნელოვანია, სხეულის აქტიური მხარდაჭერა ადაპტაციის უნარის განსავითარებლად. ამისთვის, საჭიროა კომპლექსური მიდგომა: დაბალანსებული, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, ფსიქოლოგიური სტაბილურობა, უწყვეტი შემეცნების პროცესი. ამრიგად, ჯანმრთელობის შენარჩუნება იქცევა ადაპტაციის ხელოვნებად, რაც საშუალებას მოგცემთ, იპოვოთ ჰარმონია ნებისმიერ დროს.

ორგანიზმი არის კომპლექსური, ურთიერთდაკავშირებული მთლიანობა, სადაც ტვინი ასრულებს "კომპიუტერის" როლს და ნერვული სისტემის დახმარებით მართავს მთელს სხეულს. ნერვული კავშირები აგზავნიან სიგნალებს ტვინიდან სხეულში, სხვადასხვა მიმართულებით და უკან, რაც საშუალებას აძლევს ტვინს რეაგირება ჰქონდეს შინაგან და გარეგან ცვალებად გარემოებებზე.
2
ფსიქოსომატიკა
სხეული და ფსიქიკა გადაბმულ-გადაჯაჭვული ფენომენია – ის, რაც ხდება ფსიქიკაში, აუცილებლად აისახება სხეულზე და პირიქით. ნებისმიერ ფიზიკურ ჩივილს თან ახლავს ფსიქიკური რეაქციაც.
მრავალი თანამედროვე წამყვანი სპეციალისტი თანხმდება იმაზე, რომ დაავადებებისა და პრობლემების უმრავლესობის საფუძველი სწორედ ფსიქიკაში იმალება. ფსიქოსომატური მედიცინის მიხედვით, ბევრი ფიზიკური დაავადება ან მათი გამწვავება დაკავშირებულია ემოციურ და ფსიქოლოგიურ სტრესთან.

საკმარისია, კომპიუტერში პროგრამა დროებით აირიოს "ვირუსებით" (სტრესები, ტრავმები), რომ სხეულმა დაიწყოს სხვადასხვაგვარად რეაგირება და ამ პრობლემის გამომჟღავნება. მაგალითად, ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონის მატება, რაც თავის მხრივ, უარყოფითად იმოქმედებს ორგანიზმის სხვადასხვა, მათ შორის - საჭმლის მომნელებელსა და გულ-სისხლძარღვთა, სისტემაზე.
3
ფსიქიკის მუშაობის მექანიზმი
"თუ ვერ გაგვიგია რა ხდება ჩვენს შიგნით, გარედან გვეჩვენება, რომ ეს განგებაა"
ფსიქიკის დამცავი ფუნქციაა თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც ცხოვრების განმავლობაში მიღებული გამოცდილებებით ფორმას სძენს ინდივიდუალიზმს, რაც ქმნის: შეხედულებებს, შიშს, ხასიათს, ყოველივე კი მთავარ როლს თამაშობს ჩვენი კარმისა და ბედის განსაზღვრაში.
ხშირად ადამიანი შედის ჩიხში, როდესაც მისი ქმედებები და რეალური სურვილები არ ემთხვევა ერთმანეთს. ეს კი იწვევს სტრესსა და ემოციურ მოთხოვნილებებზე არაადეკვატურ რეაგირებას, რასაც ადამიანი მიჰყავს დეპრესიამდე. შფოთვა, პანიკური შეტევები და დეპრესია არის სიგნალი ჩვენი შინაგანი სამყაროდან, რომელიც მიზნად ისახავს, ყურადღება მივაქციოთ რეალურ, გამომწვევ მიზეზს. სიგნალების თავიდან აცილების (რეალობიდან გაქცევის) სხვადასხვა მექანიზმი, ხელს გვიშლის ამ სიგნალების სწორად აღქმაში. იმის გასაგებად, თუ რის თქმას ცდილობს ჩვენი ფსიქიკა, თამამად უნდა შევხედოთ პრობლემას და მივიღოთ ჩვენი შინაგანი სამყაროს რეალობა და გამოვლინებები სრული სპექტრით.
წარსული ტრავმების გავლენის ქვეშ მყოფი ფსიქიკისთვის ნებისმიერი ახალი მოქმედება შეიძლება სახიფათო ჩანდეს. ასეთი ფსიქიკის მქონე ადამიანს ანუგეშებს ნაცნობი სცენარების განმეორება, თუნდაც ეს საზიანო იყოს. ასეთი ფსიქიკისთვის უსაფრთხოა ციკლური "კომფორტული ტანჯვა", ვიდრე ახალი ნაბიჯების გადადგმა, ტაქტიკის შეცვლა, რათა არ დაირღვეს მისთვის კარგად ნაცნობი, ადაპტირებული რეალობის წარმოსახვითი, ციკლური "წესრიგი".
პარადოქსული აქ ის არის, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტმა, რომელიც უნდა გვიცავდეს, საბოლოოდ, შეიძლება გამოიწვიოს სტაგნაცია და შესაძლებლობების შეზღუდვა. სწორედ ამ შინაგანი ბარიერების გადალახვა და ახალი ნაბიჯების გადადგმა ხსნის კარს ახალი შესაძლებლობების სამყაროში.

"მე არ ვარ ის რაც შემემთხვა მე ვარ ის ვინც გადავწყვიტე რომ ვიყო"
4
მიზეზ-შედეგობრიობის ჯაჭვი
"მიზეზები მხოლოდ ჩვენს შიგნითაა გარედან კი მხოლოდ თავის მართლებაა."
მიზეზ-შედეგობრიობის ჯაჭვი არის მოდელი თუ როგორ არის დაკავშირებული აზრები, ემოციები და ქცევები ერთმანეთთან და როგორ გავლენას ახდენენ ერთმანეთზე ფსიქოლოგიურ პროცესებში. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულმა აზრებმა ან გრძნობებმა (მიზეზებმა), რომელიც ფორმულირდება მიღებული გამოცდილებებითა და რწმენა-წარმოდგენებით, შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ემოციური რეაქციები ან ქცევები (შედეგები).
თუ ადამიანი ფიქრობს, რომ ვერ უმკლავდება მოცემულობას (მიზეზს), ამან შეიძლება გამოიწვიოს შფოთვის განცდა ან ამ სიტუაციის თავიდან აცილება - გაქცევა უსიამოვნებისგან (შედეგი).
მაგალითად მოვიყვანოთ სიტუაცია, როდესაც ადამიანი ნერვიულობს მოსალოდნელი, მნიშვნელოვანი შეხვედრის გამო. შეხვედრის პოტენციურ შედეგებზე ფიქრმა (მიზეზი) შეიძლება აღძრას შფოთვა და სტრესი (შედეგი). ამ რეაქციას კი შეუძლია, გამოიწვიოს, მაგალითად, კუჭის ტკივილი ან/და შეხვედრისთვის მომზადებისგან თავის არიდება (კიდევ ერთი შედეგი), რითაც მოხდება უსიამოვნების აცილება (ფსიქიკის დამცავი მექანიზმი), თუმცა კიდევ უფრო გაამწვავებს სტრესს და შფოთვას, ყოველივე კი ქმნის ჩაკეტილ წრედს.
ერთსა და იმავე პრობლემას ყველა სხვადასხვანაირად უმკლავდება. ძირითადად, არსებობს პრობლემის გადაჭრის 2 გზა:
სიმპტომური მიდგომა: ეს მეთოდი ყურადღებას ამახვილებს სიმპტომების შემცირებაზე, გაყუჩებაზე (დავირუსებული კომპიუტერის ჩართვისას ვირუსების პროგრამების დროებით დახურვა).
ამ მიდგომის მაგალითებია - მედიკამენტების გამოყენება ტკივილის, შფოთვის ან სხვა სიმპტომის შესამსუბუქებლად. ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც დროებით "აყუჩებენ" ტკივილს (თიშავენ ფსიქიკის ანთებულ " CHECK-ს") მაგრამ არ ეძებენ მის ძირეულ გამომწვევ მიზეზს.
ეს მიდგომა შეიძლება ეფექტური იყოს მოკლევადიანი პერსპექტივით ან კრიტიკულ, უკიდურეს სიტუაციებში, თუმცა, ასევე, იყოს სახიფათო დამოკიდებულებისა და გვერდითი მოვლენების განვითარების გამო.
ფუნდამენტური მიდგომა: ეს მეთოდი მიზნად ისახავს პრობლემის ძირეული მიზეზის გაცნობიერებასა და აღმოფხვრას. სამედიცინო და ფსიქოლოგიურ პრაქტიკაში ეს მიდგომა შეიძლება მოიცავდეს ისეთ თერაპიულ ჩარევებს, როგორიცაა - ფსიქოთერაპია, კოგნიტიური ქცევითი თერაპია ან მკურნალობის სხვა ფორმები, რომლებიც ხელს უწყობენ. ქცევისა და აზროვნების შაბლონების გადაფასებას (კომპიუტერის სისტემის განახლება/გადაპროგრამება).
ეს მიდგომა უზრუნველყოფს გრძელვადიან და მდგრად ცვლილებებს, პრობლემის ძირეული გადაჭრით.
აღნიშნულ მიდგომებს შორის მთავარი განსხვავებაა - მათი გრძელვადიანი ეფექტურობა და გავლენა ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. ფუნდამენტური მიდგომა მოითხოვს მეტ შრომასა და ინტროსპექციას, მაგრამ გვპირდება უფრო ხანგრძლივ, ფუნდამენტურ და ჯანსაღ შედეგებს, ხოლო სიმპტომური მიდგომა შეიძლება იყოს უფრო მარტივი და სწრაფი გამოსავალი, პრობლემის დაბრუნებისა და ბრძოლისუნარიანობის დაკარგვის საშიშროებით.

"რასაც ეწინააღმდეგები, რჩება"
5
ბიოჰაკინგის ინსტრუმენტები
ჩვენი კომპიუტერი საჭიროებს სისტემის მუდმივ განახლებას, რადგან დღეს, სწრაფ ინფორმაციულ ეპოქაში, რთულია შაბლონებითა და ძველი დავირუსებული პროგრამებით ადაპტირება ახალ, ცვალებად, სტრესულ გარემოსთან. გაძლიერებულ კომპიუტერს შეუძლია ძველი უსარგებლო და მავნე პროგრამების/ვირუსების დასკანერება. ახალი შემოსული ინფორმაციის უფრო ეფექტურად გადამუშავება, ჩვენთვის სასარგებლო და მავნეე ინფორმაციის გაფილტრვა. “შამანის” პროდუქცია არის სწორედ სისტემის განახლებისა და მუდმივი ადაპტაციისთვის მზადყოფნის ინსტრუმენტი, ჯანსაღი კვების რაციონის ნაწილი.
ბიოჰაკინგის ინსტრუმენტები არ უნდა იყოს ტოქსიკური, არ უნდა იწვევდეს დამოკიდებულებას, უნდა იყოს გრძელვადიანი და ფუნდამენტური მოქმედების, უნდა გამოირჩეოდეს უკუჩვენებების სიმწირით, როგორც ნებისმიერი სუპერსაკვები (Superfood).
“შამანის” ბიოჰაკინგის ინსტრუმენტები მოიცავს ღირებული სოკოებისგან ნაწარმოებ კაფსულებსა და ექსტრაქტებს, რომლებიც დამზადებულია ექსკლუზიური ტექნოლოგიით. ჩვენი ლაბორატორიის მიერ შერჩეული პროპორციები და კომპონენტების სინერგია უზრუნველყოფს თქვენი მიზნების შესრულებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ბიოჰაკინგის ინსტრუმენტები სტრესისა და სწრაფი ცვლილებების გარეშე, თანაბრად გააუმჯობესებენ თქვენს მდგომარეობას და აღადგენენ ბუნებრივ პროცესებს ორგანიზმში, რომ ენერგიულობა, პროდუქტიულობა და სიმშვიდე გახდეს თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა, რომ ნეუროგენეზის საშუალებით ჩაიწეროს ფუნდამენტური გრძელვადიანი ძლიერი პროგრამა, რათა საბოლოოდ არ დაგჭირდეთ ინსტრუმენტების გამოყენება ბალანსისთვის.
“შამანის” ინსტრუმენტების ბიოჰაკერულ, ინდივიდუალური მიდგომის პრინციპებზე ცალკე სტატიაში გიამბობთ.

იცხოვრე შენი ცხოვრებით, ნუ მოუსმენ სხვას,


ჩაიხედე შინაგან სამყაროში...


მიჰყევი შინაგან ხმას...


გაიღვიძე...

სტატიები
    Made on
    Tilda