MENU
88 GEL
ნათელი პარასკევი
25.11 – 01.12
დიდი ფასდაკლება
ჭკვიანი სოკო
გულა სოკო
Lion's mane, Hericium Erinaceus
Tilda Publishing
შესაძლოა თუ არა რომ ტვინს შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ მან დაიწყოს იგივე სუბიექტური ძალისხმევის გამოყენებით უფრო მეტი ინფორმაციის ათვისება-გადამუშავება ?! უხეშად, რომ ვთქვათ თუ ადრე დღეში 10 ინგლისურ სიტყვას ითვისებდით დღეში, ახლა კი 20-ს. მუშაობს თუ არა გულა სოკო და როგორ შეგვიძლია ამ შედეგს მივაღწიოთ? სწორედ ამას განვიხილავთ ამ სტატიაში.
1
რევოლუცია ნეირომეცნიერებაში
ბოლო წლებში მეცნიერებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულთა სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს გულა სოკო, თავისი უნიკალური თვისებების გამო, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ლომის ფაფარი (Lion's mane / ლათ. Hericium erinaceus). მას არა მხოლოდ შესანიშნავი გემო აქვს, არამედ ძალიან ეფექტურია ნევროლოგიური პრობლემების სამკურნალოდ.
"გულა სოკომ აჩვენა შთამბეჭდავი შესაძლებლობა, თავისი უნიკალური ანტიოქსიდანტებისა და ნეიროპროტექტორების კომპლექსით, გააუმჯობესოს კოგნიტიური ფუნქციები და შეაფერხოს დეგენერატიული დაავადებების განვითარება ტვინში."
Hiroaki Nanba
პროფესორი მიკრობიოლოგიაში
ტვინის განვითარება არ გადის მხოლოდ გულა სოკოს გამოყენებაზე, არის ძალიან ბევრ პროცესზე დამოკიდებული, რომელიც მიმდინარეობს თავის ქალაში და მთლიანად ორგანიზმში, სისხლძარრვების მდგომარეობიდან - ენდოკრინული სისტემის მუშაობამდე. მოგიყვებით ამ პროცესებში უშუალოდ გულა სოკოს როლზე.
გულა სოკოს მოქმედების პრინციპი. წყარო
2
რა არის ნეიროგენეზი და რისთვის გვჭირდება ის ?
ტვინში, ისევე როგორც კომპიუტერში, არ არსებობს ცალკეული ზონა, რომელიც პასუხისმგებელია მონაცემთა შენახვაზე. მთელი ჩვენი მეხსიერება, ისევე როგორც ცნობიერება, არის ნერვული კავშირების ზოგადი სტრუქტურა. თუ როგორ უკავშირდებიან და ყალიბდებიან ისინი - არის კიდეც ახალი გამოცდილების და ცოდნის მიღების პროცესი. აი, როგორ მუშაობს იგი შიგნიდან:
"გულა სოკოს აქვს უნიკალური ნეირორეგენერაციული თვისება, რომელსაც შეუძლია დაასტიმულიროს ნერვის ზრდის ფაქტორის (NGF) ზრდა ტვინში."
Paul Edward Stamets
ცნობილი მიკოლოგი, მეცნიერი
გულა სოკოს ნეიროგენეზისა და ნეიროპროტექციის თვისებების კვლევა. წყარო
  • თქვენ განიცდით რაიმე სახის ემოციურად მკაფიო მოვლენას. მაგალითად: ცხოვრებაში პირველად ზუკუტურის გამოცდილება, ან გადაჭრით მართლაც საინტერესო პრობლემას.
  • ტვინში სინთეზირდება დიდი რაოდენობით: დოფამინი, ნორეპინეფრინი და სეროტონინი..
  • ეს ნეიროჰორმონები ხელს უწყობენ ახალი ნერვული კავშირების ზრდას და ტვინი იმახსოვრებს, რამდენად კარგად გრძნობდით თავს ამ კონკრეტულ მდგომარეობაში
  • რაც შეეხება მასალის დამახსოვრების შემთხვევებს, რეგულარულ გამეორებას ან თემაში ჩაძირვას ასევე ახლავს დოფამინის, სეროტონინის და აცეტილქოლინის მატება. მაგრამ უფრო მცირე რაოდენობით, ამიტომ ის მეტ ძალისხმევას მოითხოვს და სწორედ ამიტომ ჩვენ მშვენივრად გვახსოვს მხიარული მემეები და საინტერესო ფილმები, მაგრამ არ გვახსოვს თევზის ტიპები მე-5 კლასის ბიოლოგიიდან ან დისკრიმინანტით განტოლებების ამოხსნა.
რაც შეეხება სოკოებს, მათ უკვე დაამტკიცეს თავი ფიზიკური გამძლეობის საკითხში. მაგრამ ნეიროგენეზთან დაკავშირებით, ყველაფერი ცოტა რთულადაა. ყოველივე ამის შემდეგ, ის ითვალისწინებს შეძენილი გამოცდილების და ცოდნის კონსოლიდაციას. ფაქტობრივად, ყველა იმ შეგრძნებას და მთელ იმ ინფორმაციას, რომელიც გაიარა თქვენს აღქმაში, ეძლევა ცნობიერებაში ფესვის გადგმის შესაძლებლობა. იმის გამო, რომ ნეირონები ერთმანეთს უკავშირდებიან სპეციალური თანმიმდევრობით.
3
ნეიროგენეზის საბაზისო პრინციპები
  • ნეიროგენეზი არ არის ყოველთვის უპირობოდ კარგი. ის აძლიერებს მეხსიერებას და უკვე რაც "ჩაიტვირთება" მასში, დამოკიდებულია ადამიანის საქმიანობის ტიპზე.
  • ნეიროგენეზი კუნთების ზრდას ჰგავს. ეს ხდება სრულად ჯანსაღი ძილის, კვების და მსუბუქი ფიზიკური აქტივობის დროს.
  • ნეიროგენეზი თავიდან არც სწრაფია და არც შესამჩნევი.
ნეირონები უფრო დიდი მოცულობით ზრდიან დენდრიტებს, ეს ზრდის ახალი ნერვული კავშირების ჩამოყალიბების შანსს. ანუ ყველაფერი თანდათან ხდება და ამას დრო სჭირდება. ცვლილებების ბუნება შედარებულია თითებში კაპილარების ზრდასთან, ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ფერმენტების გამოყოფასთან. ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ, თუმცა ეს პროცესი თავისთავად ხდება.
გულა სოკო მუშაობს BDNF/NGF (ნერვის ზრდის ფაქტორი) სტიმულირებით, რათა უზრუნველყოს ტვინის რესურსით კვება, ახალი ძლიერი კავშირების ფორმულირებით. ის არ არის დაკავშირებული დოფამინთან, GABA რეცეპტორთან ან აცეტილქოლინთან. გულა სოკო ასევე ირიბად მოქმედებს სეროტონინის სისტემაზე. აქვს დაგროვებითი ეფექტი და ამიტომაც არ აქვს დამოკიდებულება.
ისევ და ისევ, წამლები, რომლებიც მოქმედებენ სწრაფად და ძლიერად, კლასიკური ქიმიური ფარმაცევტული საშუალებებია. რომლებიც "ხელოვნურად" ერავა ტვინში არსებულ სპეციფიკურ პროცესებში და ადვილად შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი გვერდითი მოვლენა, ვიდრე სარგებელი. მცენარეული საშუალებების გამოყენებით, ბევრად უფრო ადვილია სხეულის მდგომარეობის რეგულირება და თანაბრად, ზიანის გარეშე მდგომარეობის გაუმჯობესება. რომ უზრუნველყოფთ საკუთარი თავის და ტვინის სტაბილური, ფუნდამენტალური განვითარება.
4
როგორ მივიღოთ გულა სოკო ნეიროგენეზისთვის ?
ამ საკითხს ყოველთვის მოყვება გაუგებრობა და ციფრების მრავალფეროვნება. მწარმოებლებს და ექსპერტებს შეუძლიათ დაწერონ 3-5-10 გრამი დღეში. ვიღაც, პირიქით, დაიწყებს კამათს, რომ 300 მგ დღეში უკვე ძალიან ბევრია და თქვენ უნდა შეწყვიტოთ. ვნახოთ რას ამბობს მეცნიერება.

ნეიროგენეზის ბუსტი, გულა სოკოს გამოყენებით. წყარო
დოზირება
კლინიკური რანდომიზებული კვლევა ჩატარდა ჯანმრთელ, მაგრამ ხანდაზმულ სუბიექტებზე მსუბუქი კოგნიტური უკმარისობით. 2009 წელი, იაპონია. სუბიექტები ჭამდნენ 3 გრამ სოკოს დღეში. ერთი გრამი დილით, შუადღისას და საღამოს. და, როგორც შედეგებმა აჩვენა, გულა სოკოს ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით კოგნიტიური უნარების ზრდა დაფიქსირდა. თავად კურსი გაგრძელდა 16 კვირა.
შეიძლება ჩაითვალოს, თუ არა ეს სტანდარტად, ძალიან მკაცრად განსაზღვრულ ინსტრუქციად, თუ როგორ უნდა მივიღოთ გულა სოკო? ასევე, ამ კვლევაში ადამიანებმა მიიღეს 4 კაფსულა, თითოეული იყო 250 მგ.
იქედან გამომდინარე, რომ გულა სოკოს აქვს მცირე გვერდითი მოვლენები, მისი ოპტიმალური დოზირება განსხვავებულ შემთხვევებში შეიძლება მეყეობდეს 1-5 გრამამდე დღეში. (ექსტრაქტის შემთხვევაში 0.5 მლ-დან 2მლ-მდე) ასევე დოზირება დამოკიდებულია პროდუქტის ხარისხზე, მიცელიუმისა და ნაყოფის პროპორციულობაზე (და საერთოდ შეიცავს თუ არა ის მიცელიუმს).
როდის დგება ეფექტი ?
შეკითხვა არსით წააგავს "რამდენ კუნთოვან მასას მოვიმატებ ერთი ქილა პროტეინიდან?!"
მცენარეებთან, სოკოებთან, ადაპტოგენებთან და ვიტამინებთან მიმართებაში ეფექტი ისეთი სწრაფი არ არის, როგორც სააფთიაქო პრეპარატების შემთხვევაში. სხეული იღებს "საწვავს", რესურს, რის საფუძველზეც იგი იწყებს ყველა სასიცოცხლო სისტემის ბუნებრივი პროცესების განახლებას უფრო აქტიურად. ცვლილებები საშუალოსტატისტიკურდ ასე გამოიყურება:
  1. 1-4 დღე: Პლაცებოთი გაძლიერებული ეფექტი. ადამიანს ესმის, რომ რაღაცას იღებს, რომელსაც განსაზღვრული ეფექტი უნდა ქონდეს. აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ თავიდან იგრძნოთ, რომ ხდებით მეგა-ჭკვიანი და პროგრესული... მაგრამ ეს მხოლოდ პლაცებო ეფექტით გაძლიერებული მოქმედებაა, რომელიც ასე მალე არ იჩენს თავს.
  2. 5-15 დღე. მსუბუქად გამოხატული ნოოტროპული ეფექტი. სიზმრების ხასიათის ცვალებადობა. ვინც ხედავს სიზმრებს, შეამჩნევს, რომ ისინი გახდნენ უფრო ნათელი, უფრო ფერადი, უფრო ტექსტურირებული. მკაფიო ხაზებით. ღამით გაღვიძებისა და ჩაძინების შემდეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ სიზმარი. ეს არის ზუსტად პირველი ნიშანი იმისა, რომ ნეიროგენეზი ჩვეულებრივზე უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს.
  3. 15-30 დღე. კოგნიტიური უნარების გაფართოება. შესამჩნევი ხდება მეხსიერებისა და კონცენტრაციის, ძილის ხარისხის (REM ფასა) გაუმჯობესება.
  4. 30+ დღე. თქვენ ახერხებთ ჩვეულებრივზე მეტის გაკეთებას, ჩვეულებრივზე მეტი ინფორმაციის დამახსოვრებას, პრობლემებს უფრო მარტივად გადაჭრით. გულა სოკო ეფექტურობის კულმინაციას აღწევს დაახლოებით 3 თვის კურსის თავზე.
შამანის კალათაში წარმოდგენილი გულა სოკოს ექსტრაქტი ან სხვა გაძლიერებული ფორმულები (დამატებული სხვა სოკოები) გვაძლევს საშუალებას, რომ მისი ეფექტი შესამჩნევად დავაჩქაროთ, კონცენტრაციის, ბიოშეღწევადობისა და ფორმულაში ჩართული სხვა სოკოების სინერგიის ხარჯზე.

გულა სოკოს მიღება სხვა საშუალებებთან ერთად
მოგეხსენებათ, რომ ორგანიზმი წარმოადგენს ერთ მთლიან, რთულ მექანიზმს, რომელში მიმდინარე პროცესებიც ძალიან მჭიდროდ არის ურთიერთდაკავშირებული ერთმანეთთან.
დღეს საზოგადოების ცოდნა მედიცინაში ჩიხში შედის, რადგან თითოეული ორგანოს სპეციალობა არის დანაწევრებული და ძალიან ვიწრო ჭრილში წარმოდგენილი. ხშირად ის არ ითვალისწინებს ორგანიზმის სხვა პროცესების ურთიერთქმედებას განსაკუთრებით კი ფსიქიკურ პრობლემებს.
თითოეული სოკოს მოქმედება არის უნიკალური და განუმეორებელი. მათი კომპლექსურად მიღებით კი ჩვენ ერთდროულად აღვადგენთ ორგანიზმის სხვადასხვა ბუნებრივ პროცესებს, რომლებიც პრობლემების მიზეზ-შედეგობრიობის ჯაჭვში არის ურთიერთდაკავშირებული. (მაგალითად კუჭ-ნაწლავის სისტემა და ფსიქიკური პრობლემები, შიში, სტრესი...)
შამანის კალათაში წარმოდგენილი ყველა პროდუქტი ერთმანეთთან კარგად თავსებადია, და როგორც უკვე იცით - გაცილებიტ ეფექტურიც კი, სოკოების სინერგიის დამსახურებით, რაც გულისხმობს მათი კომპლექსურად, სხვადასხვა მიმართულებით ორგანიზმის აღდგენას.
გულა სოკო გონებრივი აქტივაციისთვის და მენტალური ჯანმრთელობისთვის ყველაზე ეფექტურია პირველ რიგში ცადამყვანასთან კომბინაციისას, რომელი ფორმულებიც წარმოდგენილია სხვადასხვა სახით (სხვადასხვა სოკოს დამატებით) : ProMax, Alpha Complex, Pro Mind Blend, Alpha Blend.
გულას მიღება რეკომენდირებულია ყველა მცენარეულ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატთან და ვიტამინთან ერთად. თითქმის ყველა საშუალებასთან, რომელიც პოზიციონირებულია, როგორც ნოოტროპული.ასევე ნებისმიერი სახის ვიტამინთან.
სამეცნიერი საზოგადოება აქტიურად აგრძელებს გულა სოკოს უნიკალური თვისებების შესწავლას, ახალ კვლევებს კი შეუძლიათ აღმოაჩინონ ამ ჯადოსნური სოკოს მიღების კიდევ უფრო მეტი მიზეზი.
SHAMANI თვალს ადევნებს თანამედროვე სამეცნიერო კვლევებს და მასზე დაყრდნობით იმუშავებს ელექსირებს, სხვა ბუნებრივ ადაპტოგენებთან კომბინაციაში.
გულა სოკო არ არის უბრალო სოკო, ის არის მომავალი სამედიცინო თერაპიის პერსპექტიული კანდიდატი და ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი, რაც მას ხდის თანამედროვე ბიოლოგიისა და მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ობბიექტად.
შემოგვიერთდით, რათა მიიღოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და ინფორმაცია გამყარებული სამეცნიერო კვლევებით.

სამეცნიერო სტატიები და კვლევები გულა სოკოზე
გულა სოკოს შემცველი პროდუქცია
სტატიები
    Made on
    Tilda