SYNERGY Endura Earth

148,00
GEL

სოკოებისა და ბალახების სინერგია:

მიწის სტიქიის მაგია - SYNERGY Endura Earth

Endura Earth: ბუნების სიმტკიცე, ყოველ ნაბიჯზე


წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ფორმულას, რომელიც შექმნილია სპეციალურად მათთვის, ვისაც სურს ფიზიკური შესაძლებლობებისა და გამძლეობის გაუმჯობესება . ეს პროდუქტი აერთიანებს ბუნების ძალას, რათა უზრუნველყოს თქვენი სხეულის ძლიერი მხარდაჭერა. და ეფუძნება შემდეგი კომპონენტების კომბინაციას:

კორდიცეფსი სინენსის - ფიზიკური ენერგიისა და გამძლეობის ზრდა, ატფ-ის გამომუშავების სტიმულაცია. ორგანიზმის ჟანგბადის მომარაგებით უზრუნველყოფა. ფიზიკური დატვირთვის (ვარჯიშის) შემდგომ სწრაფი აღდგენა. ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური გამძლეობისთვის, კუნთოვანი ტკივილის შემცირებისთვის და აღდგენისთვის.

აიუგა - მატონიზირებელი საშუალება, ზრდის ორგანიზმში ცილის ბიოსინთეზს (განსაკუთრებით კუნთებში), აღადგენს მეტაბოლიზმს სხვადასხვა ორგანოებში, იდეალურია სხეულის კუნთოვანი მასის "გამოშრობისას". აიუგაზე დაფუძნებული მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მის ოპტიმალურ ეფექტთან ადამიანის ორგანოებსა და ქსოვილებში დარღვეულ ბიოენერგეტიკულ პროცესებზე. ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია სხეულის საკუთარი „მცდელობების“ სტიმულირება ჰომეოსტაზის ნორმალიზებისთვის, ცილის სინთეზების და უპირველეს ყოვლისა, ფერმენტული ცილების გააქტიურების გზით, რომლებიც იწვევენ ადაპტაციური რეაქციების მთელ კასკადს.

გულა სოკო - აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას, სისხლის მიმოქცევას კუნთებში, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხარდაჭერას, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენერგიის გამომუშავებაში. შეიცავს ანტიოქსიდანტებს და ანთებისსაწინააღმდეგო ნივთიერებებს, რომელიც სხეულს ეხმარება სტრესის შემცირეაში და ბაქტერიებთან, ვირუსებთან განმკლავებაში, ასევე ორგანიზმის და კუნთების სწრაფ აღდგენაში.

გუარანა - აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აფართოებს სისხლძარღვებს. ზრდის შრომისუნარიანობას. ეფექტურია ქრონიკული დაღლილობის წინააღმდეგ.


შემადგენლობა: კორდიცეფსი სინენსისი, აიუგა, გულა სოკო, გუარანა, გაფილტრული წყალი, ალკოჰოლი 20-24%.

მოცულობა: 50 მლ.

რეკომენდირებული დოზირება:
20-40 წვეთი (1-2 მლ) მიღებაზე, დაუმატეთ თქვენს: წყალს, სმუზის, ყავას ან ჩაის. მიიღეთ დღის პირველ ნახევარში.

უკუჩვენება: 18 წლამდე ასაკის ბავშვები, ფეხმძიმობის და ლაქტაციის პერიოდი, ინდივიდუალური შეუთავსებლობა კომპონენტების მიმართ.

არ იწვევს დამოკიდებულებას

შეინახეთ გრილ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.


წარმოება და ხარისხი:
ჩვენ გავაერთიანეთ სოკოსა და მცენარეების მომზადების ტრადიციული და თანამედროვე მეთოდები. ჩვენი მოპოვებული რესურსი მკაცრად არის შერჩეული და დამუშავებული, ამიტომ ჩვენ შევძელით მაქსიმალური სარგებელი მიგვეღო სოკოებისგან და მცენარეებისგან, გაგვეზარდა ბიოშეღწევადობა და გაგვეუმჯობესებინა გამოყენების კომფორტი.

SYNERGY ხაზის განსაკუთრებულობა:
• ექსკლუზიური წარმოების მეთოდი: გარანტირებულს ხდის სოკოსა და მცენარეების ყველა სასარგებლო თვისების შენარჩუნებას.
• მაქსიმალური ბიოშეღწევადობა: ორგანიზმში უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ შეწოვას.
• კომპონენტების სინერგია: სოკოებისა და ბალახების კომბინაცია აძლიერებს თითოეული პროდუქტის კომპონენტის ეფექტს.
• მოხმარების სიმარტივე: პიპეტიანი საწვეთურის წყალობით შეგიძლიათ მარტივად აკონტროლოთ დოზა.
• ძლიერი კონცენტრაცია: თითოეული წვეთი შეიცავს მაქსიმუმ სასარგებლო ნივთიერებებს.

დამზადებულია საქართველოში
Made on
Tilda