მთელი 24 წელი შიშებში, პანიკებში, ეჭვებში , უაზრო მელანქოლიებში, დაძაბული ფიქრებით და სხეულით გავატარე. დაახლოებით 2 თვის წინ ცხოვრება ამომიტრიალდა, მომიწია მარტო დამეწყო ცხოვრება ,პირადი ურთიერთობაც გდასრულდა, ამასთან ერთად მალევე მამა დამეღუპა ოვერდოზით... დედაჩემი ემიგრანტია და მარტო ვიყავი მაინც. მოკლედ ამ ქაოსში, პანიკურმა შეტევებმა იმატა, საერთოდ დავკარგე ღირებულება ამ სამყაროში თითქოს. რამდენიმე დღეში ზუსტად აღმოვაჩინე შამანის გვერდი და ჩავუჯექი ყველა რივიუს, სოკოების მნიშვნელობას, მერე დავიწყე პოდკასტების ყურება და ნეტფლიქსზე რამდენიმე დოკუმენტურიც ვნახე , იმდენად სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და თან მეშინოდა( საერთოდ მეშინია ყველანაირი თრობის ალკოჰოლის გარდა, მეგონა იქნებოდა რამე რაც ძაან განსხვავებული იქნებოდა რეალობისგან). კონსულტაციის შემდეგ დავიწყე აამანატა და მერე უკვე გულასოკო. განსხვავება ზუსტად მე-3 დღეს ვიგრძენი, პირველად ცხოვრებაში მოვეშვი და საკუთარ სხეულს, გონებას მოვუსმინე, დავიწყე დილით ცეკვა და უაზროდ ვიცინოდი როცა მზე ამოდიოდა, რადგან ვიგრძენი თუ რა კარგი იყო ახალი დღის დაწყება, შეგრძნება იმის რომ პრობლემები მაქვს მაგრამ მე ამას მოვაგვარებ, რადგან ვიცი რაც უნდა გავაკეთო.მუდმივად აკვიატებული აზრების ბლოკადა მოვაწყე, რამდენიმე კვირის შემდეგ რაც ამანიტას ვიღებდი დავაკვირდი რომ ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა, პატივისცემა, ბედნიერების გაცვლა მსიამოვნებდა და კურსის მერე ახლაც ასე ვარ.მეგობრებო,ვისაც გაქვთ ეჭვი , შიში, ვერ უბედავთ საკუთარ თავს, სიამოვნებით მოგიყვებით ჩემს ისტორიას უფრო წვრილად რომ
დარწმუნდეთ , რომ მე ადამიანმა, რომელიც მუდმივი ეჭვებით, overthinking-ით, წარსულის გახსენებით იტანჯებოდა , ეს ყველაფერი დაალაგა.
რომ შევაჯამო, ძალიან ლამაზად, ამაღლებულად, მშვიდად და თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს, მიხარია რომ აღმოვაჩინეთ ერთმანეთი მე და ჩემმა სოკოებმა( უი, დღეიდან რეიში-ის ვიწყებ).
ჩემს უფრო სკეპტიკურად განწყობილ შეყვარებულსაც დავაწყებინე, როგორც კი დავამუღამე რა კარგი შედეგი ჰქონდა ჩემზე და ისიც დარწმუნდა, რომ
სულ
სხვა Vibe- ის ვატარებდი. 5 წელია, რაც ერთად ვართ და პირველად ვთანხმდებით ორივე რომ ასე მგონი არასდროს გვყვარებია, მოგვისმენია და პატივისცემა გვქონია ერთმანეთის.